„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა პრემიერლიგაში თებერვლის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. პეპმა ეს ჯილდო იანვარშიც მოიპოვა და შესაბამისად, ზედიზედ მეორედ დაეუფლა.
თებერვალში გვარდიოლას ხელმძღვანელობით „მანჩესტერ სიტიმ“ 6 მატჩი ჩაატარა და ექვსივე მოიგო. აღსანიშნავია, რომ ესპანელის დარად ზედიზედ მეორედ საუკეთესოდ დასახელდა ილქაი გიუნდოგანიც.
„მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგას 29 ტურის შემდეგ დიდი უპირატესობით ლიდერობს და „მანჩესტერ იუნაიტედს“ 14 ქულით უსწრებს.