ფეხბურთი

17:00 | 12.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიუნდოგანი პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეორედ გახდა

„მანჩესტერ სიტი“ ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი ინგლისის პრემიერლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გერმანელმა ეს ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

გასულ თვეში გიუნდოგანმა პრემიერლიგაში 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.

გიუნდოგანი პირველი გერმანელი გახდა, რომელიც პრემიერლიგაში თვის საუკეთესო ფეხბურთელად მინიმუმ ორჯერ დაასახელეს.

მიმდინარე სეზონს „სიტის“ ნახევარმცველი საოცრად ატარებს და 32 შეხვედრაში 14 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა.

0.136671