კალათბურთი

14:05 | 12.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"სეტონ ჰოლის" მწვრთნელი: "მამუკელაშვილმა მხრებზე შეგვისვა და მოგვაგებინა"

ამერიკის სტუდენტური ლიგის კონფერენციის მეოთხედფინალში „სეტონ ჰოლმა“ „სენტ ჯონსი“ ოვერ-ტაიმში სანდრო მამუკელაშვილის ლიდერობით დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა ორმაგი დუბლი შეასრულა და ეს მატჩის შემდეგ მთავარ მწვრთნელ კევინ ვილარდს არ გამორჩენია. მან სანდროს კარგი თამაში ასეთი კომენტარით დააფასა:

„დავამტკიცეთ, რომ ძლიერი მეტოქის ძლევაც შეგვიძლია. თავიდან გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი კარგად წარიმართა. მამუკელაშვილმა მეორე ტაიმში მხრებზე შეგვივსა და ოვერ-ტაიმში მოგვაგებინა“, - განაცხადა ვილარდმა.

მატჩის გმირმა სანდრომ თამაშის შემდეგ აღნიშნა, რომ ისინი მოედანზე ყოველთვის გამარჯვებისთვის გადიან: „ეს მარტია, ახლა ყველას შორის ანგარიში 0:0-ია და ჩვენ ამ შეხვედრაში ერთადერთი მისიით - გამარჯვებისთვის გავედით“, - აღნიშნა მამუკელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სანდრომ "სენტ ჯონსთან" მოგებულ მატჩში 20 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, „სეტონ ჰოლი“ კი ნახევარფინალში 12 მარტს „ჯორჯ თაუნს“ დაუპირისპირდება.

0.129701