კალათბურთი

23:44 | 11.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი და შესანიშნავი თამაში ევროლიგაში

ევროლიგაში მოსკოვის ცსკა-ს ქართველ ლეგიონერ თორნიკე შენგელიას დიდებული თამაში ჰქონდა, მაგრამ მისი გარჯა დაუფასებელი დარჩა, რადგან რუსული კლუბი შინ „ოლიმპია მილანოსთან“ უშანსოდ დამარცხდა.

ცსკა-მ ძალიან ცუდად თამაში თამაში, პირველი პერიოდი 10:30 წააგო და საწყის 10 წუთში მიღებული 20-ქულიანი ჩამორჩება ვეღარ აღმოფხვრა და 76:84 წააგო. მარცხში შენგელიას ყველაზე ნაკლები ბრალი მიუძღვის, მეტიც, გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღო.

თორნიკემ 33:55 წუთში ორმაგი დუბლი გაიფორმა: 20 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 4 ჩაჭრა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 6-დან 5 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 33-ს გაუტოლდა.

შენგელია მარგი ქმედების კოეფიციენტის მაჩვენებლით ორივე გუნდში საუკეთესო გახლდათ, ხოლო მოპოვებული ქულებით მხოლოდ მილანელ კევინ პუნტერს (32) და თანაგუნდელ მაიკ ჯეიმსს (21) ჩამორჩა. შეიძლება ითქვას, რომ თორნიკეს მოსკოვურ კარიერაში საუკეთესო თამაში ჰქონდა.

მოსკოვის ცსკა-ს ევროლიგაში 18 გამარჯვების საპირისპიროდ 10 მარცხი დაუგროვდა და მესამე პოზიციაზეა, მომდევნო მატჩს კი 18 მარტს, მადრიდის „რეალთან“ გამართავს.

0.116751