არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში საპროტესტო აქცია გაიმართა. პროტესტანტები დიეგო მარადონას გარდაცვალების ბუნდოვან საქმეზე გავიდნენ ქუჩაში.
გულშემატკივრებთან ერთად აქციას დიეგოს ყოფილი მეუღლე კლაუდიო ვილაფანე და შვილები, დალმა და ჯანინა ესწრებოდნენ. ისმოდა მკაფიო შეძახილები: „ის არ მომკვდარა, ის მოკლეს“!
შეგახსენებთ, დიეგო მარადონა 25 ნოემბერს, საკუთარ სახლში 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური დასკვნით მას გულის შეტევა დაემართა, თუმცა, ოჯახის წევრებს ამ ვერსიის არ სჯერათ.