ფეხბურთი

18:34 | 11.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: "სხვები მოიგებენ ოქროს ბურთებს, როგორც რონალდუმ მოიგო, მაგრამ მესი გენიოსია"

იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ფრანგულ „პარი სენ ჟერმენთან“ ლიონელ მესის თამაში შეაფასა და მას გენიოსი უწოდა. იტალიელი მიიჩნევს, რომ „ბარსელონაში“ ახალი პრეზიდენტის მისვლამ ფეხბურთელებს სტიმული გაუზარდა.

„ლეო პსჟ-სთან ფენომენი იყო, რომელიც მეკარემ და მარკინიოსმა შეაჩერეს. მესი განსხვავებული მოთამაშეა. კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რაღაც სხვებზე მეტი აქვს და აბსოლუტური გენიოსია. სხვები მოიგებენ ოქროს ბურთებს, როგორც კრიშტიანუ რონალდუმ მოიგო, მაგრამ ის ნამდვილი გენიოსია, რადგან სხვებისგან გამორჩეული ხარისხი და სისწრაფე აქვს. პსჟ-სთან დიდებული მესი და ლამაზი „ბარსელონა“ ვნახე, ახალმა ხელმძღვანელობამ ალბათ, ყველას მოტივაცია მისცა“, - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში „პარი სენ ჟერმენთან“ ორი მატჩის ჯამში (2:5) მარცხის შედეგად გამოეთიშა.

0.05878