ძიუდო

17:30 | 11.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა თბილისის გრან სლემზე

26-დან 28 მარტის ჩათვლით საქართველოს დედაქალაქი თბილისი ძიუდოს გრან სლემს მასპინძლობს. აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ნაკრების შემდგენლობა ცნობილია.

საქართველოს ნაკრები საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით არის წარმოდგენილი და მედლების მოპოვებას 28 კაცი ძიუდოისტი ეცდება, რომელთა შემადგენლობაც შემდეგნაირია:

60კგ - თემურ ნოზაძე, ჯაბა პაპინაშვილი, ლაშა ჩადუნელი, შაქრო შათირიშვილი.

66კგ - ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი თუთაშვილი, ბექა წიფიანი.

73კგ - ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ფრიდონ გიგანი, თორნიკე გვიჭიანი.

81კგ - ტატო გრიგალაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი, გიგა გიგაური, დიმიტრი გოჩილაიძე.

90კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, იმედა გოგოლაძე, გიორგი ქურდიანი.

100კგ - ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, გიორგი ჩიქოვანი, ნიაზ დიასამიძე.

+100კგ - გელა ზაალიშვილი, ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე, საბა ინანეიშვილი.

რაც შეეხება ქალ ძიუდოისტებს, საქართველოს ღირსებას 8 გოგონა დაიცავს:

48კგ - ნატალია ყიფშიძე.

52კგ - ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი, მზია ბებოშვილი.

57კგ - ეთერ ლიპარტელიანი.

63კგ - ინდირა სილაგაძე.

70კგ - მარიამ ჭანტურია.

+78კგ - სოფიო სომხიშვილი

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს თბილისის გრან პრი კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაიშალა.

0.11412