ფეხბურთი

16:23 | 11.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

რუსი კომენტატორი: "ზენიტმა" ჩემპიონთა ლიგისთვის კვარაცხელია უნდა იყიდოს"

რუსმა კომენტატორმა გენადი ორლოვმა სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“ ყაზანის „რუბინის“ ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა ურჩია. როგორც მან აღნიშნა, ჩემპიონთა ლიგისთვის გუნდმა ასეთი ფეხბურთელები უნდა დაიმატოს.

„რუბინის“ შემადგენლობიდან რა თქმა უნდა კვარაცხელიას გამოვყოფდი. ხვიჩა „ლოკომოტივში“ იყო, მაგრამ რაღაც მოხდა და გაუშვეს. სად იყვნენ ამ დროს „ზენიტის“ სელექციონერები? რატომ არ მიიწვიეს? როგორ მუშაობენ? ალბათ, კვარაცხელიაც დათანხმდებოდა „ზენიტში“ წასვლას. ის ახლა მზად არის, მაგრამ უკვე ფასის საკითხიც არსებობს, თუმცა უნდა იყიდონ. ასეთი ფეხბურთელებით უნდა დაკომპლექტდნენ ჩემპიონთა ლიგისთვის, აბა, სხვაგვარად როგორ შეიძლება?“, - თქვა ორლოვმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში 20 წლის ქართველმა 18 მატჩში 2 გოლი გაიტანა, 3 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.

0.115949