ფეხბურთი

11:52 | 11.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი: „მეტის გატანა მინდოდა, მაგრამ ერთითაც კმაყოფილი ვარ“

„ლივერპულის“ შემტევმა, მოჰამედ სალაჰმა, „ლაიფციგთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის შემდეგ (2:0), ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ეს გამარჯვება „ლივერპულისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია. ბუდაპეშტში ხომ პრემიერლიგაში რამდენიმე წაგების შემდეგ ჩამოვფრინდით. ახლა კარგ ფორმაში არ ვართ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში ბრძოლას ვაგრძელებთ.

ცხადია, მეტის გატანა მინდოდა, მაგრამ ერთითაც კმაყოფილი ვარ. მთავარია გუნდმა მოიგო.

ახლა ყოველ თამაშს კონკრეტული გეგმით უნდა მივუდგეთ და წაგებები დავივიწყოთ.“

სალაჰმა გოლი 70-ე წუთზე გაიტანა, 4 წუთში კი სადიო მანემ გამოიჩინა თავი. „ლივერპულს“ პირველი მატჩიც 2:0 ჰქონდა მოგებული.

0.115282