ფეხბურთი

11:27 | 11.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნავასი: „ძნელია, როცა პენალტს მესი გირტყამს“

„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე, კეილორ ნავასი, ჟურნალსტებს „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის შესახებ ესაუბრა (1:1), რომელშიც მან ლიონელ მესის პენალტი მოიგერია.

„ძალიან რთული მატჩი გამოდგა. კარგი ფეხბურთის ჩვენება, უპირატესობის შენარჩუნება და შემდგომ ეტაპზე გასვლა გვინდოდა. პენალტის მოგერიება ყოველთვის ძნელია. მით უმეტეს, როცა მას მესი ურტყამს.

„ბარსელონა“ ჩინებულად გამოიყურებოდა. თითქმის იდეალურად ასრულებდნენ პრესინგს. მაგრამ ორი მატჩის ჯამში ჩვენ გავიმარჯვეთ და მომავალშიც ასე გაგრძელებას ვაპირებთ.“ - ციტირებს ნავასის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი პარიზელებმა 4:1 მოიგეს.

0.117265