პოლონეთის ეროვნული ნაკრების მეკარემ ლუკაშ ფაბიანსკიმ "ვესტ ჰემთან" კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და კლუბში 2022 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია "ჩაქუჩების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ლუკაში ლონდონურ კლუბში "2018 წელს "სუონსიდან" გადავიდა. მას შემდეგ ფაბიანსკიმ 90 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 225 მატჩი და 39 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. მიმდინარე სეზონში პოლონელმა 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 10 შეხვედრაში გოლი არ გაუშვა.