ფეხბურთი

17:51 | 10.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

თანამედროვე ფეხბურთის პარადოქსი - საშიში და არაფუნქციური იდეები

„იუვენტუსის“ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ცნობილი ბრიტანული გამოცემის, The Independent-ის კრიტიკის ობიექტი გახდა. საქმე ისაა, რომ ანიელი პარალელურად ევროპის კლუბების ასოციაციის (ECA) პრეზიდენტია.

მოგეხსენებათ, ბოლო დროს ხშირი საუბარია ჩემპიონთა ლიგის რეფორმაზე და იქამდე სულაც ახალი ტურნირის, სუპერლიგის შექმნაზე მიდიოდა აქტიური საუბარი. ახლა, თითქმის გადაწყვეტილია, რომ 2024 წლიდან ჩემპიონთა ლიგა ახალი ფორმატით ჩატარდება და ამის მთავარი ინიციატორი და მხარდამჭერი ანდრეა ანიელია. ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ მისი კლუბი, რომელსაც ხელმძღვანელობს, წლიდან წლამდე კრახს განიცდის.

ბრიტანული გამოცემაც ანიელის თავს ამიტომ დაესხა. სტატიაში ნათქვამია, რომ ანიელის ფეხბურთის განვითარებაზე ფიქრს ურჩევნია კლუბს მიხედოს, რომელიც აბსოლუტურად არაფუნქციური გახდა:

„თუ ანდრეა ანიელის სურს ევროპული ფეხბურთის რეფორმა, რომ თავისმა კლუბმა ამდენი თამაში არ წააგოს, იქნებ, მან თავისი გუნდით უნდა დაიწყოს და ადეკვატური გუნდის შექმნაზე იმუშაოს. „იუვე“ არის არაფუნქციური კლუბი, რომელიც ჩემპიონთა ლიგიდან სამართლიანად გავარდა ერთ-ერთ ბრყინვალე საღამოს, რომლის შემოთავაზებაც სპორტს შეუძლია.

მისი კლუბი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ახლა ვხედავთ ყველაზე ცუდ მაგალითს, როგორ არ უნდა შეცვალო გუნდი. მას აქვს იდეა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე კლუბებმა ერთმანეთისგან ფეხბურთელები არ უნდა იყიდონ და ამ დროს, შესაძლოა, მისი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იდეა იყო კრიშტიანუ რონალდუს ყიდვა. „იუვე“ დომინირებდა იტალიაში, მაგრამ ყოველთვის ვარდებოდა ჩემპიონთა ლიგიდან და ამ ტურნირზე ორი ტიტული აქვს, როგორც „პორტუს“, გუნდს, რომლის ჩემპიონთა ლიგიდან ჩახსნა ანიელის სურს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა ანიელი მხარს უჭერს პროექტს, რომლის მიხედვით ჩემპიონთა ლიგაზე ყოველწლიურად ერთი და იგივე გუნდები უნდა თამაშობდნენ და ისინი მხოლოდ გრანდების რიცხვებს უნდა მიეკუთნებოდნენ...

0.215021