კალათბურთი

23:39 | 9.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი თან მაკფადენთან დუელში დამარცხდა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „ბურგოსის“ წინააღმდეგ უშანსოდ წააგო. კანარიელებმა ჩვეული თამაში ვერ აჩვენეს და საბოლოოდ, 79:101 დამარცხდნენ.

გიორგი შერმადინმა 21:32 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 3 ორქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო და ერთხელ სამქულიანი ააცილა. გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა.

„ბურგოსის“ რიგებში თად მაკფადენი ერთ-ერთი გამორჩეული იყო. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა წევრმა 21:05 წუთში 17 ქულას, 1 მოხსნას, 3 პასს და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. ამერიკელმა 8-დან 5 სამქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ორჯერ ორქულიანი ააცილა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტიც შერმადინის მსგავსად 15 გამოდგა.

„ბურგოსი“ ჯგუფს 2 გამარჯვებით ლიდერობს და წინ „იგოკეასთან“ მატჩი აქვს (16 მარტს), ხოლო „ტენერიფე“ 1 მოგებით და მარცხით მეორე ადგილზეა და 17 მარტს, „რიგას“ დაუპირისპირდება.

0.116762