„მილანისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, კარიერა შესაძლოა, უკრაინაში, კერძოდ, დონეცკის „შახტარში“ გააგრძელოს - წერს საკუთარი ტვიტერის გვერდზე ჟურნალისტი ოლეგ იაშჩუკი.
მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და უკვე ზაფხულში ალეგრი შეიძლება ჩვენი დათა ხოჭოლავას დამრიგებელი გახდეს.
ამჟამად მეშახტეებს პორტუგალიელი ლუიშ კაშტრუ წვრთნის და მის კონტრაქტს ვადა სწორედ ზაფხულში ეწურება.
ალეგრი „იუვენტუსიდან“ 2019 წელს წამოვიდა და მას შემდეგ უმუშევრადაა.