ფეხბურთი

1:15 | 9.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

რუსული გამოცემა ხვიჩაზე: "მისი ქმედებების პროგნოზირება შეუძლებელია"

რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში ყაზანის „რუბინმა“ სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“ 2:1 აჯობა. ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ საგოლე კომბინაციებში მონაწილეობა არ მიუღია, შესანიშნავად გამოიყურებოდა და ისევ აქტიური იყო.

„ზენიტთან“ კვარაცხელიას თამაშის შესახებ news.sportbox-მა ცალკე სტატია გამოაქვეყნა და მისი გარჯა დეტალურად მიმოიხილა. ამ წერილიდან მცირე მონაკვეთს გთავაზობთ:

"კარგი ფეხბურთელი შეიძლება გახდე, ნიჭიერი კი უნდა დაიბადო. მხოლოდ ფიზიკური მონაცემები და შრომისმოყვარეობა საკმარისი არ არის, საჭიროა ღვთვის საჩუქარი და ეს ყველაფერი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშში არის. ზენიტთან“ მატჩში შეუძლებელი იყო ქართველი ნახევარმცველის ქმედებების პროგნოზირება, როგორც მატჩების აბსოლუტურ უმრავლესობაშია. თითოეული მოძრაობა კონკრეტული ვითარებით იყო ნაკარნახევი. უფრო მეტიც, ბურთთან მუშაობის უნარი არასდროს ეწინააღმდეგებოდა ინტელექტს. მაგალითად, მე-3 წუთზე მისი პირადი მეურვე ვიაჩესლავ კარავაევი პრობლემას წააწყდა, ხვიჩა ერთ მხარეს წავიდა, მცველი მეორე მხარეს გაუშვა. მცველმა ალბათ, ახლაც არ იცის, რა მოხდა და მსგავსი ეპიზოდები ბევრი იყო. მხოლოდ შეტევა არა - ის დაცვასაც ეფექტურად ეხმარებოდა და ორთაბრძოლებშიც შედიოდა. კიდევ რა გვხიბლავს ხვიჩაში - ეს ბიჭი „პიჟონი“ არ არის. მას არ აქვს ამპარტავნობის ნიშნები და მეტოქეებს პატივს სცემს. გაზონზე როგორც კი დაეცემა ფეხზე დგება და არასდროს სიმულირებს“, - ნათქვამია სტატიაში.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში 18 მატჩში 2 გოლი, 3 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი.

0.118538