ჩოგბურთი

18:31 | 8.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა ცუდი სერია შეწყვიტა და დოჰას ტურნირის მერვედფინალში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარუმატებელი სერია შეწყვიტა და დოჰას ტურნირის 1/16 ფინალში გამარჯვება მოიპოვა. ქართველი ჩოგბურთელი ყატარში ავსტრალიელ ჯონ მილმანს დაუპირისპირდა და ურთულეს შეხვედრაში იმარჯვა.

პირველმა სეტმა მილმანის უპირატესობით ჩაიარა, რომელიც ATP-ს რეიტინგში 41-ე ნომერია (ნიკოლოზი 42-ე) და ადვილად 6:2 მოიგო. თუმცა, ბასილაშვილმა მობილიზება მოახერხა და თამაშში გარდატეხაც შეიტანა.

ქართველმა მეორე სეტი 6:4 მოიგო, ხოლო გადამწყვეტ სეტში მოწინააღმდეგეს 6:2 სძლია და საბოლოოდ, საათსა და 53 წუთში იმარჯვა. ნიკოლოზმა 7 ეისი შეასრულა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო მეტოქემ 3 ეისი მიითვალა და ორმაგი შეცდომა არ დაუშვია. ამრიგად, ბასილაშვილი მერვედფინალში გავიდა, სადაც ხორვატი ბორნა ჩორიჩისა და ტუნისელი მალეკ ჯაზირის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ნიშანდობლივია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მილმანთან გამარჯვებით 5-მატჩიანი წაგებების სერია (სეტმოუგებლად) დაასრულა და განწყობა გამოიკეთა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - ჯონ მილმანი 2:1 (2:6, 6:4, 6:2)

0.112861