ფეხბურთი

15:26 | 8.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

კომანმა "ბაიერნთან" კონტრაქტის განახლებაზე უარი თქვა

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა კინგსლი კომანმა „ბაიერნთან“ კონტრაქტის განახლებაზე ამ ეტაპზე უარი თქვა. Kicker-ის ინფორმაციით, ფრანგმა ფეხბურთელმა კლუბის პირველი შეთავაზება არ მიიღო.

კომანს „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ სერიოზულმა ინტერესმა კლუბის ხელმძღვანელობა აიძულა ახალ კონტრაქტზე მუშაობა დაეწყოთ. წყაროს თანახმად, მოლაპარაკებების თავდაპირველ ეტაპზე კომანს 3-წლიანი კონტრაქტი და იგივე ფინანსური პირობები შესთავაზეს, რასაც ინგლისური კლუბი პირდება - კვირაში 260 ათასი გირვანქა სტერლინგი.

თუმცა, ფეხბურთელმა შეაჩერა მოლაპარაკებები და ამ ვარიანტის განხილვაზე უარი თქვა. შეგახსენებთ, კინგლის კომანი „ბაიერნში“ 2015 წელს ტურინის „იუვენტუსიდან“ გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი შეასრულა.

0.115715