დუდა სანაძე სერბული “ბორაცის” სასტარტო ხუთულში გამოჩნდა. საქართველოს ნაკრების მსროლელმა ჩაჩაკელთა გუნდის სასტარტოში პირველად ითამაშა.
ადრიატიკის ლიგის მორიგ ტურში ბორაცმა სლოვენიურ ცედევიტა ოლიმპიას უმასპინძლა და წარმატების შანსი არ ჰქონია – 82:95. სანაძემ მოედანზე 12:35 წუთი გაატარა და 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. დუდამ ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
ბორაცს ადრიატიკის ლიგის 18 მატჩში 4 გამარჯვება აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ კოპერ პრიმორსკას უსწრებს, სადაც სანაძე 2016-17 წლებში თამაშობდა. დუდას გუნდი მომდევნო მატჩს კიდევ ერთ სლოვენიურ კლუბ კრკა ნოვო მესტოსთან 15 მარტს სტუმრად ჩაატარებს.
gbf.ge