ფეხბურთი

21:44 | 6.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

„სევილიამ“ „ელჩესთან“ წააგო, თუმცა მეოთხე ადგილზე რჩება

ესპანური პრიმერას 26-ე ტურის მატჩში „ელჩემ“ „სევილიას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ანგარიში მასპინძელმა ხოსე გუტიერსმა გახსნა 70-ე წუთზე. ექვს წუთში გვიდო კარილიომ ელჩელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. 90 წუთზე ანდალუსიელებმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანეს. თავი ლუკ დე იონგმა გამოიჩინა.

მარცხის მიუხედავად, „სევილია“ 48 ქულით ისევ მეოთხე ადგილზე რჩება. „ელჩემ“ კი

24 ქულა მოაგროვა და მე-17 ადგილზეა.

0.120809