ფეხბურთი

22:12 | 6.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილმა მძიმე ტრავმა მიიღო

პოლტავას „ვორკსლას“ ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი დაშავდა. 20 წლის შემტევმა დღეს, „მარიუპოლთან“ (1:0) მატჩში მიიღო ძვლის მოტეხილობა და გარკევული პერიოდი იუქმებს.

დიდი შანსია, რომ მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშოს. კლუბის სამედიცინო პერსონალის წინასწარი პროგნოზით, გიორგის 2-3 თვე გაუცდება. აღსანიშნავია, რომ წიტაიშვილი არ იყო ძირითად შემადგენლობაში, თამაშში ცვლილებაზე ჩაერთო, მაგრამ მალე შესაცვლელი გახდა.

მოგეხსენებათ, ბოლო დროს აქტიურად იწერებოდა, წიტაიშვილის საქართველოს ნაკრებში თამაშის შესახებ, თუმცა, ტრავმის გამო ეს მომავლისთვის გადაიდო.

შეგახსენებთ, გიორგი წიტაიშვილი კიევის „დინამოს“ საკუთრებაა და „ვორსკლაში“ იჯარით მიმდინარე წლის დასაწყისში გადავიდა. მან პოლტაველთა მაისურით 4 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.

0.112877