ფეხბურთი

20:51 | 6.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი „ატლეტიკოსთან“ მატჩის წინ

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, თანაქალაქელ „ატლეტიკოსთან“ პრიმერას 26-ე ტურის მატჩის წინ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„რაც ადრე იყო, წარსულს ჩაბარდა. ეს მორიგი ფინალია. ისევე, როგორც ყველა დარჩენილი მატჩი. ყველა თამაში უნდა მოვიგოთ. მაგრამ, რაც უნდა მოხდეს, „რეალი“ მაინც გააგრძელებს ოქროს მედლებისთვის ბრძოლას.

დერბიში ფავორიტი არ არსებობს. პირველიდან ბოლო წუთამდე კარგად უნდა ვითამაშოთ. ჩვენ ხომ ლიდერს ვხვდებით.“ - ციტირებს ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს Marca.

„ატლეტიკომ“ 24 მატჩი ჩაატარა და 58 ქულით პრიმერას ცხრილში პირველ ადგილზეა. „რეალს“ 25 მატჩის შემდეგ 63 ქულა მოუგროვდა და მესამე ადგილზე დგას.

„ატლეტიკო“ – „რეალი“ 7 მარტს გაიმართება დ თბილისის დროით 19 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.

0.118176