ფეხბურთი

17:35 | 5.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ბაიერნმა" მუსიალას 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა

მიუნხენის „ბაიერნმა“ ჯამალ მუსიალას პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გაუფორმა. ის 18 წლის 8 დღის წინ გახდა და ხელშეკრულებაც უპრობლემოდ გაფორმდა.

მუსიალა „ბაიერნის“ წევრი 2026 წლის 30 ივნისამდე იქნება. ჯამალ მუსიალა შტუტგარტში დაიბადა, დედა გერმანელი ჰყავს, მამა ნიგერიელი. თუმცა ინგლისში გაიზარდა, სადაც ლონდონის „ჩელსის“ აკადემიაში ირიცხებოდა და ამავე ქვეყნის საკობრივ ნაკრებებში უთამაშია, ისევე როგორც გერმანიის.

სხვათა შორის, მან ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გერმანელიის ეროვნულ ნაკრებში ითამშებს. მუსიალა „ბაიერნს“ „ჩელსიდან“ 2019 წელს შეუერთდა და რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლიც გაიტანა.

„რეკორდმაისტერის“ რიგებში მიმდინარე სეზონში 18 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 27 თამაში ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა.

0.11462