ფეხბურთი

10:40 | 5.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

წლის კურიოზი: "ოლიმპიაკოსის" ფეხბურთელი მეკარეს ძელთან დაემალა და გოლი გაიტანა (+VIDEO)

ფეხბურთში ალბათ, ყველანაირი გოლი გინახავთ, ულამაზესიც, ჩვეულებრივიც, კურიოზულიც, წარმოუდგენელიც, მაგრამ პირეოსის „ოლიმპიაკოსის“ ნახევარმცველის ანდრეას ბუჩალაკისის გოლი შესაძლოა, ყველასგან გამორჩეული იყოს.

საბერძნეთის თასის 1/4 ფინალის საპასუხო შეხვედრაში პირეოსელები სალონიკის „არისთან“ 0:1 მარცხდებოდნენ და ვინაიდან პირველი მატჩი შინ მხოლოდ 2:1 ჰქონდათ მოგებული, ნახევარფინალს მიღმა რჩებოდნენ.

თუმცა, 87-ე წუთზე ბუჩალაკისმა საოცარი გოლი გაიტანა. ბერძენი ფეხბურთელი მეტოქის კარის ძელთან იმალებოდა და ელოდებოდა როდის მოადუნებდა ყურადღებას „არისის“ მეკარე ხულიანი. ესპანელმაც, როდესაც ზურგს უკან არავინ ეგულობოდა, ბურთი ხელიდან გაუშვა, დროის გაყვანას ლამობდა - ამ დროს მეტოქე ზურგს უკან მიეპარა და ცარიელ კარში გაიტანა. ამ გოლით „არისი“ საბერძნეთის თასს გამოეთიშა, „ოლიმპიაკოსი“ კი ნახევარფინალშია...

0.082358