ცნობილი გახდა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის ჩატარების ადგილი „ლივერპულსა“ და „ლაიპციგს“ შორის. წესით, ეს თამაში 10 მარტს „ენფილდზე“ უნდა გამართულიყო, მაგრამ უეფას ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი მატჩიც ამავე სტადიონზე გაიმართა და „ლივერპულის“ გამარჯვებით - 2:0 დასრულდა.
მაშინ პირველმა ტაიმმა მერსისაიდელების უპირატესობით ჩაიარა, მაგრამ გოლი არ გასულა. შესვენების შემდეგ გერმანელები გააქტიურდნენ, თუმცა ხეირი ვერც მათ ნახეს. 53-ე წუთზე ანგარიში მოჰამედ სალაჰმა გახსნა, ხუთ წუთში კი თავი სადიო მანემ გამოიჩინა.