შოტლანდიის პრემიერლიგის 30-ე ტურის მატჩის შესვენებაზე, „ლივინგსტონის“ წინააღმდეგ (1:0), მსაჯმა „რეინჯერსის“ მთავარი მწვრთნელი, სტივენ ჯერარდი ტრიბუნაზე გააძევა.
Sky Sports-ის ცნობით, ჯერარდმა ორი ყვითელი ბარათი მას შემდეგ მიიღო, რაც არბიტრ ჯონ ბიტონთან ცხარე კამათში ჩაება. სტივი ჯი ალფრედო მორელოსის მეტოქის საჯარიმოში წაქცევისთვის თერთმეტმეტრიანს ითხოვდა.
საინტერესოა, რომ შეხვედრის 87-ე წუთზე ერთადერთი გოლი სწორედ მორელოსმა გაიტანა.