ესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „ბარსელონამ“ შინ „სევილიას“ დამატებით დროში 3:0 მოუგო და ფინალში გავიდა. პირველი შეხვედრა ანდალუსიელთა გამარჯვებით დასრულდა - 2:0.
MisterChip-ის ოფიციალური ტვიტერი გვამცნობს, რომ სამეფო თასის 119-წლიან ისტორიაში „ბარსელონა“ პირველი კლუბი გახდა, რომელმაც ზედიზედ 13 სეზონის განმავლობაში 10-ჯერ მოახერხა ფინალში გასვლა.
გადამწყვეტ მატჩში, 17 აპრილს, რონალდ კუმანის შეგირდები „ლევანტე“ – „ბილბაოს“ გამარჯვებულს შეხვდებიან.