კალათბურთი

0:21 | 4.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის MVP-ს ტიტული ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპი კარგად დაიწყო გიორგი შერმადინმა და „ტენერიფემ“. ესპანური გუნდი ბოსნიაში „იგოკეას“ ესტუმრა და უპრობლემოდ 82:62 დაამარცხა.

ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო შერმადინი იყო. ქართველმა ცენტრმა 25:21 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 11-დან 7 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 23 აღმოჩნდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი გახლდათ და ბუნებრივია, მატჩის MVP გახდა.

„ტენერიფე“ J ჯგუფს სათავეში ჩაუდგა და მომდევნო შეხვედრას 9 მარტს, თად მაკფადენის „სან პაბლო ბურგოსთან“ სტუმრად გამართავს.

0.120105