რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურის საუკეთესო ფეხბურთელი "რუბინის" შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაა. Sport-express-ის გამომწერებმა ყველაზე მეტი ხმა ქართველ ნახევარმცველს მისცეს.
„სპარტაკთან“ ქართველი ნახევარმცველის ბრწყინვალე თამაშმა ბევრზე შთაბეჭდილება მოახდინა“, - წერს გამოცემა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ხვიჩამ აღნიშნულ შეხვედრაში საგოლე პასი მიითვალა, მაგრამ მეორე გოლიც მისი დამსახურებით, რადგან კვარაცხელიას დარტყმა მეკარემ მოიგერია და ჯორჯ დესპოტოვიჩმა დაამატა.
მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 17 შეხვედრაში 2 გოლი, 3 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია. „რუბინი“ მომდევნო მატჩს 8 მარტს, სანქტ-პეტერბურგის „ზენიტთან“ გამართავს.