ფეხბურთი

16:52 | 2.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურში

ყაზანის „რუბინის“ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. Match Premier-მა OptaSports-ს მიხედვით შეადგინა საუკეთესო თერთმეტეული.

ხვიჩამ მოსკოვის „სპარტაკთან“ საგოლე პასი მიითვალა, შემდეგ ყაზანელთა მეორე გოლიც მისი დამსახურება იყო, დაარტყა, მეკარემ მოიგერია და ჯორჯ დესპოტოვიჩმა დაამატა. შედეგად, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.

სხვათა შორის, სიმბოლურ ნაკრებში კვარაცხელიას გარდა, „როტორის“ წევრი ნიკოლაი ყიფიანიც მოხვდა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა. ყიფიანმა „ტამბოვთან“ გოლი და საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 17 თამაშში 2 გოლი, 3 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი.

0.111945