საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის სამზადისის ფარგლებში ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს და სამი მეტოქის ვინაობა უკვე ცნობილია.
რამაზ სვანაძის გუნდი ბელარუსს, რუმინეთსა და ინგლისის 21-წლამდე ნაკრებებს დაუპირისპირდება:
29 მარტი, გორი
საქართველო - ბელარუსი
7 სექტემბერი
რუმინეთი - საქართველო
16 ნოემბერი, ბათუმი
საქართველო - ინგლისი
შეგახსენებთ, რომ ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ. ორივე ქვეყანა თითო ქვეჯგუფის მატჩებს დაუხვდება, ხოლო ფინალური მატჩი ბათუმშია დაგეგმილი.