„ინტერისა“ და „ატალანტას“ ყოფილი ფორვარდი, ნიკოლა ვენტოლა, ფიქრობს, რომ „იუვენტუსს“ განვითარებაში კრიშტიანუ რონალდუს ფაქტორი უშლის ხელს.
„თუ „იუვენტუსი“ რონალდუს გარეშე გაბედავს თამაშს, ისევ დაიწყებს მოგებებს. მათ კარგი, ხარისხიანი ცენტრალური თავდამსხმელი სჭირდებათ. ახლა კი ძალიან არიან დამოკიდებული რონალდუზე. ამიტომაც ვერ იზრდებიან, როგორც გუნდი.“ - ციტირებს ვენტოლას სიტყვებს Calciomercato.com.