„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული ფეხბურთელი, პოლ სქოულზი, ჟურნალისტებს „ლივერპულის“ ნახევარმცველის, ტიაგუ ალკანტარას შესახებ ესაუბრა.
„ტიაგუ არ ჰგავს იმ ფეხბურთელების ტიპს, რომლებიც იურგენ კლოპს სჭირდება. ასე არ არის? „ლივერპულის“ ნახევარდაცვა და თავდასხმა თავქუდმოგლეჯილი სისწრაფით დარბიან. ტიაგუ კი ყოჩაღი სხვა მხრივაა. ის მოედნის ცენტრში უნდა იმყოფებოდეს და აკონტროლებდეს ბურთს, ტემპს, სხვა ფეხბურთელებს რთავდეს თამაშში.
ვფიქრობ, ის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაცილებით კომფორტულად იგრძნობდა თავს. კარგ საყრდენთან ერთად, რომელიც შავი სამუშაოსგან გაათავისუფლებდა.“ - ციტირებს სქოულზის სიტყვებს Goal.