ფეხბურთი

14:55 | 2.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გარდაიცვალა „ლივერპულის“ ლეგენდა

2 მარტს, 82 წლისა გარდაიცვალა „ლივერპულის“ ლეგენდარული ფეხბურთელი იან სენტ-ჯონი. „ვწუხვართ „ენფილდის“ ნამდვილი ლეგენდის გარდაცვალების გამო. ჩვენი გულები ახლა მისი ოჯახის წევრებთანაა. მშვიდად იძინე იან.“ - ვკითხულობთ „ლივერპულის“ ოფიციალური ტვიტერის გვერდზე.

სენტ-ჯონი „ლივერპულში“ 1961 წელს გადავიდა მაშინდელი დროისთვის სარეკორდო 37 500 ათას გირვანქად. მაშინ გუნდი მეორე დივიზიონში იყო. მერსისაიდში ათ წელიწადს დაჰყო. 425 მატჩი ჩაატარა და 118 გოლი გაიტანა.

1964-65 წლების სეზონში „წითლებმა“ 70 წლის განმავლობაში პირველად მოიპოვეს ინგლისის თასი. ფინალში, „ლიდს იუნაიტედის“ წინააღმდეგ გამარჯვების გოლი სწორედ სენტ-ჯონმა გაიტანა.

0.109921