ფეხბურთი

13:47 | 2.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბრიტანეთმა ევრო 2020-ის ყველა მატჩის მასპინძლობის მზაობის შესახებ განაცხადა

ბრიტანეთი მზადა ევრო 2020-ის ყველა მატჩს უმასპინძლოს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა - გვამცნობს The Sun.

„მზად ვართ ევრო 2020-ის ნებისმიერ მატჩს ვუმასპინძლოთ, რომლებსაც შემოგვთავაზებენ. კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია ქვეყანაში წარმატებით მიმდინარეობს და ეს დამატებით სტიმულს გვაძლევს.

თუ ევროს ჩატარების უფლება მოგვცეს, ეს დიდი წინაპირობა იქნება 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის. ძალიან მინდა ცხრა წელიწადში ფეხბურთი ისევ შინ დაბრუნდეს.“ - დასძინა ჯონსონმა.

ევრო 2020 კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წლისთვის გადაიტანეს. გეგმის მიხედვით, ტურნირი ევროპის 12 ქალაქში: ლონდონში, მიუნხენში, ბაქოში, რომში, ბუქარესტში, კოპენჰაგენში, ამსტერდამში, ბილბაოში, გლაზგოში, ბუდაპეშტში, დუბლინსა და სანკტ-პეტერბურგში უნდა ჩატარდეს.

0.066945