კალათბურთი

10:54 | 2.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის არასრული 10 წუთი და "პეისერსის" მორიგი მარცხი (+VIDEO)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ მორიგი შეხვედრა „ფილადელფიასთან“ ჩაატარა და 16-ქულიანი სხვაობით 130:114 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში სათამაშოდ 9:31 წუთი მიეცა ქართველ კალათბურთელს, რა დროშიც მან 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

ყველაზე მეტი - 26 ქულა შეიკ მილტონმა ჩააგდო, რომელსაც 4 მოხსნა და 4 პასიც დაურთო თან. ორმაგი დუბლით კი მხოლოდ ჯოელ ემბიდ გამოირჩა. კამერუნელმა კალათბურთელმა 27 წუთში 24 ქულა, 13 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.

„ინდიანადან“ ყველაზე შედეგიანი მალკონ ბროგდონი გამოდგა, რომელმაც 20 ქულასთან ერთად 4 მოხსნა და 4 პასიც შეასრულა.

„პეისერსს“ 15 მოგების საპირისპიროდ 18 მარცხი დაუგროვდა და მე-9 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას გოგა ბითაძე და მისი თანაგუნდელები 4 მარტს, „მინესოტას“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.

0.13013