გელზენკირხენის „შალკეში“ სრული ქაოსია. „შტუტგარტთან“ მატჩამდე გუნდის ლიდერებმა მენეჯმენტს მთავარი მწვრთნელის, კრისტიან გროსის გათავისუფლება მოსთხოვეს, მაგრამ ხელმძღვანელობამ ამ მოთხოვნას უარით უპასუხა.
თავის მხრივ, „შვაბებთან“ 1:5 წაგების შემდეგ, რაც „შალკესთვის“ ზედიზედ მერვე მოუგებელი მატჩი იყო, კლუბის ბოსები იძულებულნი გახდნენ თავიანთ პოზიციას გადახედონ.
გერმანული მედიის ცნობით, ოფიციალურად გამოცხადდება არა მარტო მთავარი მწვრთნელის, არამედ სპორტული დირექტორის, მენეჯერის და დირექტორის გათავისუფლება.
შეგახსენებთ, „შალკე“ საოცრად ცუდ სეზონს ატარებს და 23 ტურის შემდეგ 9 ქულით სატურნირო ცხრილში უიმედოდ ბოლო ადგილზე იმყოფება.