კალათბურთი

13:42 | 28.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის 5 ქულა და "ინდიანას" ზედიზედ მესამე წაგება NBA-ში

NBA-ს მორიგ კალენდარულ შეხვედრაში „ინდიანა პეისერსი“ სტუმრად „ნიუ-იორკ ნიქსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 107:110 დამარცხდა. ინდიანაპოლისელებმა თამაში კარგად დაიწყეს, მაგრამ შემდეგ უპირატესობა გაანიავეს და ლიგაში ზედიზედ მესამე მარცხი განიცადეს.

გოგა ბითაძემ პარკეტზე 11:23 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 5 ქულა, 2 მოხსნა და1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა.

აღსანიშნავია, რომ გოგამ შედეგიანი ქმედებები მხოლოდ პირველ ტაიმში განახორციელა (7 წუთში), მაგრამ მეორე ნახევარში მას თავის გამოჩენის შანსი დიდხანს არ მისცემია.

„ინდიანა“ 15 მოგებით და 17 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 2 მარტს, „ფილადელფიას“ დაუპირისპირდება.

0.115747