იყო დრო, როდესაც კრიშტიანუ რონალდუ საჯარიმო დარტყმებს ფანტასტიკურად ასრულებდა და ამ კომპონენტშიც გამოირჩეოდა. თუმცა, ეს დრო უკვე წარსულში დარჩა და გრძელდება მისი წარუმატებელი სერია.
„ვერონასთან“ (1:1) მატჩში რონალდუმ ორჯერ შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ორჯერვე ბურთი ცოცხალ კედელს მოარტყა: 46-ე და 91-ე წუთებზე. აღსანიშნავია, რომ მეორე საჯარიმო დარტყმა თავადვე მოიპოვა.
საერთო ჯამში რონალდუმ „იუვენტუსში“ 66 საჯარიმო დარტყმა შეასრულა, საიდანაც 44-ჯერ ბურთი ცოცხალ კედელს მოხვდა (საშუალოდ 3-დან 2 დარტყმა). პორტუგალიელმა 2018 წლიდან „ბებერი ქალბატონის“ მაისურით ერთადერთი ჯარიმა გაიტანა, 2020 წლის ივლისში, 30-ე ტურის მატჩში, „ტორინოს“ წინააღმდეგ (4:1).
აქვე გეტყვით, რომ „ვერონასთან“ ტურინელთა ერთადერთი შედეგიანი დარტყმა რონალდუს ანგარიშზეა და სერია A-ს ბომბარდირთა დავას 19 გოლით ლიდერობს.