თბილისის „საბურთალომ“ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი აკაკი შულაია დაიმატა. მხარეებმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.
შულაია 2017 წლიდან „დინამო თბილისში“ თამაშობდა, თუმცა გასულ სეზონში ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ეროვნულ ლიგაში 7 უგოლო მატჩი ჩაატარა.
მანამდე 24 წლის ფეხბურთელი მარტვილის „მერანის“, „ცხინვალისა“ და ბოლნისის „სიონის“ ღირსებას იცავდა.