რუსეთის პრემიერლიგა ზამთრის შესვენებისა და ორწლიანი პაუზის შემდეგ განახლდა. მეოცე ტურის სასტარტო შეხვედრაში „ტამბოვმა“ ვოლგოგრადის „როტორს“ უმასპინძლა და 1:3 წააგო.
პირველი ტაიმი „ტამბოვმა“ 1:0 მოიგო, მაგრამ 54-ე წუთზე ზურაბ გიგაშვილმა ავტოგოლი გაიტანა. ქართველ მცველს არ გაუმართლა და ბურთი საკუთარ კარში კარში ჩაჭრა. გიგაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
„როტორის“ რიგებში საუკეთესო ნიკოლაი ყიფიანი იყო, რომელიც რუსეთის მოქალაქეა. ის მოედანზე 46-ე წუთიდან გამოჩნდა და ანდრეს პონსეს 58-ე წუთზე საგოლე პასი გაუკეთა, ხოლო 72-ე წუთზე თავად გამოიჩინა თავი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:3.
ვოლგოგრადელთა რიგებში ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, სოლომონ კვირკველია და გიორგი არაბიძე სათადარიგო სკამზე დარჩნენ. უნდა ვთქვათ, რომ კვირკველიამ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და წინ სანაკრებო მატჩებია. დაცვის ცენტრში ვილი სანიოლს დაცვის დაკომპლექტებისას საქმე რთულად ექნება - კვირკველია, დავით ხოჭოლავა კლუბებში სათამაშო პრაქტიკის დეფიციტს განიცდიან, ხოლო გურამ კაშია საერთოდ უგუნდოდაა და თბილისის „ლოკომოტივში“ ვარჯიშობს...
აქვე გეტყვით, რომ „როტორმა“ ზედიზედ მესამე თამაში მოიგო (სულ 4 მოგება აქვს) და 20 ტურის თავზე 17 ქულით მე-13 ადგილზე აინაცვლა, ხოლო „ტამბოვი“ 13 ქულით ბოლო, მე-16 პოზიციაზე იმყოფება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
2 წლიანი პაუზის შემდეგ რუსეთის ჩემპიონატი განახლდა
სალომესი და ამ საიტის ჟურნალისტების გამოსწორება არ იქნა. ასეთი რა ცოდვა გვაქვს რის გამო გვტანჯავთ
მეც ვუყურე მიმოხლივას და ტემპი არ მომეწონა.
დავითაშვილმა ერთი ისეთი გასატანი მომენტი გაანიავა, მამამისი ახლაც გაიტანდა იმას
ყიფიანი ორი საათი აკეთებდა საგოლე პასს :დდ ამას კარგი თამაში ნამდვილად არ ჰქვია ,უბრალოდ სისწრაფეებია რუსეთის ჩემპიონატში დაბალი და ესეთ მატჩში ხომ განსაკუთრებით.დავითაშვილმა უნდა იმუშაოს ...არაბიძე აქაც თუ ვერ ხვდება ძირითადში რაზეა სალაპარაკო
მაკედონიისთვის მოგვეგო და მერე გენახათ... ზიმბაბვედანაც გამოჩნდებოდნენ ქართველი ფეხბურთელები
)
ყიფიანმა სასწაულად ითამაშა სამივე გოლი მაგის მონაწილეიბით გავიდა და გიგაშვილმაც რომ გაიტანა თავის კარში ისის ყიფიანის ცაწოდებიდან იყო დავითაშვილი ძაან მაგარ ფორმასშია მთელი თამაში ირბინა წინ და უკან ბურთებზეც მაგრა იბრძოდა და კარგადაც ამწვავებდა ! აი არაბიძე აშკარად არაა ფორმაში და ალბათ კარგა ხანი მოუწევს ფორმაში ჩასადგომად და კვირკველია რატომ არაა ფორმაში ? წინა თამაშში ძალიან კარგად ითამაშა და აქ რატომ არ ათამაშა ხაცკევიჩმა არ ვიცი ალბათ გოგუას კვირკველიას (ორ მეგრელს DD) ცალკე წყვილად ამზადებს და დღეს სხვა წყვილის გამოცდა მოინდომა
კობახიძე არის ტამბოვის რიგებში კიდევ და სადაც სხვა რუსეთის მოქალაქეებზე წერთ მაგაზეც დაგეწერათ ... ყიფიანი ნიჩევო ბიჭი ჩანს მაგრამ მგონი სანაკრებოდ მაინც ადრეა, შეიძლება თვითონაც არ უნდა ჩამოსვლა მაგრამ იდეაში გაუჭირდება დღევანდელ ნაკრებში ისედაც მოხვედრა