ფეხბურთი

19:46 | 25.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

მასკერანო: "როდესაც "ბარსელონას" ტოვებ, ეს დიდ სიცარიელეს გიტოვებს"

არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ხავიერ მასკერანომ Mundo Deportivo-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ლიონელ მესის მომავალსა და „ბარსელონას“ ფენომენზე ისაუბრა. 36 წლის მასკერანოს განცხადებით, მესიმ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად და ოჯახთან შეთანხმებით უნდა მიიღოს.

„არ ვიცი მესი მომავალში რას გააკეთებს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მისთვის რჩევის მიცემას არასდროს გავებდავდი. გადაწყვეტილება, რომელიც მან უნდა მიიღოს, მსი და მისი ოჯახის წევრების საქმეა. ლეო ახლაც იმას აკეთებს, რასაც უკვე 15 წელია აკეთებს. მართალია, „ბარსელონას“ თამაში ნამდვილად არ არის კარგი, მაგრამ ის ყოველთვის ყველაფერს აკეთებს.

მესისთან თამაში მენატრება, ამის თქმა არ მრცვხენია. ვიტანჯები, რომ მასთან ერთად მოედანზე აღარ ვარ. „ბარსელონა“ არის განსაკუთრებული კლუბი, რომელსაც აქვს ძალიან ძლიერი ფილოსოფია და სტილი. ადვილი არ არის ასეთი ფილოსოფიით ღრმა ფესვების მქონე კლუბის პოვნა, როგორიც „ბარსელონაა“. ხშირად ძველი თანაგუნდელები ვიხსენებთ, რამდენად კარგი იყო ერთად თამაში. როდესაც ამ კლუბს ტოვებ, ეს დიდ სიცარიელეს გიტოვებს“, - თქვა მასკერანომ.

შეგახსენებთ, რომ ხავიერ მასკერანო „ბარსელონას“ ღირსებას 2010-2018 წლებში იცავდა და 334 თამაშში 1 გოლის გატანა მოახერხა.

0.113224