იტალიის სერია A-ს 24-ე ტურის მატჩი „ტორინოსა“ და „სასუოლოს“ შორის გადაიდო. მიზეზი ტურინელთა გუნდში კორონავირუსი ეპიდემიაა.
„ხარების“ რიგებში 8 დადებითი შემთხვევა დაფიქსირდა და არაა გამორიცხული რაოდენობა გაიზარდოს. ამიტომაც, Lega Calcio-მ თამაშის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, რისკის ქვეშაა "ლაციო" - "ტორინოს" მატჩის გამართვაც, რომელიც 3 მარტსაა დაგეგმილი.
„ტორინო“ – „სასუოლო“ 26 თებერვალს უნდა გამართულიყო, მაგრამ ახალი გადამწყვეტილებით 17 მარტს ჩატარდება.