ფეხბურთი

13:23 | 25.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგაში მოგებებით მოურინიუს გაუთანაბრდა

ოთხშაბათს „მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინლურ მატჩში ბუდაპეშტში „გლადბახი“ 2:0 დაამარცხა.

პორტალ Gracenote Live-ს ცნობით, „ქალაქელთა“ მწვრთნელისთვის, ხოსეპ გვარდიოლასთვის, ეს გამარჯვება 81-ე გამოდგა ტურნირში. ამ მაჩვენებლით ის „ტოტენჰემის“ ამჟამინდელ დამრიგებელ ჟოზე მოურინიუს გაუთანაბრდა.

ახლა ესპანელი ლიგაში მოგებების რაოდენობით მხოლოდ სამ სპეციალისტს ჩამორჩება.

  1. ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედი) – 102 გამარჯვება.
  2. კარლო ანჩელოტი (ევერტონი. ადრე წვრთნიდა: იუვენტუსს, მილანს, ჩელსის, პარი სენ-ჟერმენს, რეალს, ბაიერნსა და ნაპოლის) - 89
  3. არსენ ვენგერი (არსენალი) - 86

4-5. ხოსეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი. წვრთნიდა ბარსელონას და ბაიერნს) - 81

4-5 ჟოზე მოურინიუ (ტოტენჰემ ჰოთსფური. წვრთნიდა პორტუს, ჩელსის, ინტერს, რეალს და მანჩესტერ იუნაიტედს) – 81.

0.124043