ევროპა ლიგის პირველი მერვედფინალისტი ლონდონის „ტოტენჰემია“. ჟოზე მოურინიოს გუნდმა 1/16 ფინალში ქართველების „ვოლფსბერგერი“ ძალზე ადვილად დაამარცხა. ერთი კვირის წინ 4:1 და ამჯერად საკუთარ მოედანზე 4:0.
ლუკა ლოჩოშვილმა ინგლისური კლუბის წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გურამ გიორბელიძემ ბოლო 25 წუთი გაატარა მინდორზე. ცხადია, სასიამოვნოა, რომ ახალგაზრდა ქართველმა მცველებმა ამ დონეზე თამაშის გამოცდილება მიიღეს. ისე კი, გუნდებს შორის კლასში სხვაობა რასაკვირველია დიდი იყო.
აქვე გეტყვით, რომ ლუკა ლოჩოშვილმა ევროპა ლიგაზე უკლებლივ ყველა (8) მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, ხოლო გიორბელიძეს რანგით მეორე ევროტურნირიზე სამჯერ მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა.