ფეხბურთი

20:09 | 24.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი: "ბაიერნში" ბედნიერი ვარ"

პოლონეთის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ MLS-ის შესახებ მხოლოდ ინფორმაცია აქვს და ჯერჯერობით აღნიშნულ ლიგაში თამაშის სურვილი არ გასჩენია.

"წარმოდგენა არ მაქვს როდის შეიძლება გადავიდე და რა მნიშვნელობა ექნება ამ გადასვლას ჩემთვის. რა თქმა უნდა, MLS– ის შესახებ ბევრი რამ ვიცი, რადგან იქ თამაშობდნენ პოლონელი და გერმანელი ფეხბურთელები. მათგან ვიცი ჩრდილოეთ ამერიკაში ცხოვრების და ასევე MLS-ის შესახებ. მითხრეს, რომ ლიგა ყოველწლიურად ვითარდება და უკეთესი ხდება, მაგრამ მე არ ვიცი რას შეიძლება ნიშნავდეს ეს პირადად ჩემთვის. ბედნიერი ვარ "ბაიერნში" და ჯერჯერობით მომავალზე არ ვფიქრობ." – CBS Sports-ი ლევანდოვსკის სიტყვებს.

ლევანდოვსკი "ბაიერნში" 2014 წელს "დორტმუნდიდან" გადავიდა. მას შემდეგ რობერტმა 320 მატჩი ჩაატარა და 278 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი პოლონელმა 31 შეხვედრაში თავი 32-ჯერ გამოიჩინა.

0.11194