ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა. ნიკოლოზი, რომელიც რეიტინგში მე-40 ნომერია, ფრანგ გრეგუა ბარერეს დაუპირისპირდა და ორ სეტში წააგო.
ATP-ს 113-ე ნომერმა ქართველ მეტოქეს პრაქტიკულად შანსი არ მისცა და საათსა და 17 წუთში 6:4, 6:4 აჯობა. ბასილაშვილმა 7 ეისი შეასრულა, თუმცა 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო ფრანგმა 3-3 ეისი და ორმაგი შეცდომა მიითვალა.
ბასილაშვილი ბარერეს კარიერაში მეორედ შეხვდა და პირველი დაპირისპირება 2016 წელს სამ სეტში მოგებული ჰქონდა.
აქვე გეტყვით, რომ მონპელიეს ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა კარიერაში მეორედ ითამაშა და ასპარეზობას როგორც ახლა, 2016 წელსაც პირველი წრეში გამოეთიშა.