ფეხბურთი

11:29 | 24.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფლიკი "ლაციოსთან" 4:1-ის შემდეგ: "მეოთხედფინალში გასვლა გვინდა, მაგრამ წინ მეორე თამაშია"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა რომის „ლაციოსთან“ (4:1) თამაში შეაფასა და აშკარად, ზედმეტად დიპლომატიური განაცხადება გააკეთა. როგორც გერმანელმა აღნიშნა, მეოთხედფინალში გასვლა სურთ, მაგრამ წინ კიდევ ერთი თამაშია.

„მოლოდინი ყველამ გაამართლა. ჩვენ ძალიან კარგი გუნდური თამაში ვაჩვენეთ, მეტოქეზე თავიდანვე ზეწოლა მოვახდინეთ და წარმატებასაც მივაღწიეთ. გამოვიყენეთ მომენტები და ძალიან ბედნიერები ვართ. ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია, პირველ რიგში ჩვენი ფეხბურთელებისთვის. თავიდანვე გვინდოდა აქტიურობა. მეოთხედფინალში გასვლა გვინდა და ამ გამარჯვებით ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ წინ კიდევ ერთი თამაშია“, - თქვა ფლიკმა.

შეგახსენებთ, „ბაიერნისა“ და „ლაციოს“ საპასუხო მატჩი მიუნხენში 17 მარტს გაიმართება.

0.140049