ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი გაგუამ ესპანურ „ალავესთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. 19 წლის ფეხბურთელი „ალავესის“ მეორე გუნდში თამაშობს და როგორც ჩანს მასზე იმედსაც ამყარებენ.
გიორგი გაგუა ესპანურ გუნდს გასულ წელს შეუერთდა თავი კარგი თამაშით გამოიჩინა. „ალავესი B“-ს რიგებში მას მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს მითვლილი.
გაგუა საქართველოს 19-წლამდე ნაკრების წევრიცაა, რომლის შემადგენლობაში ჩატარებულ 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა.