„იუვენტუსის.“ „ჩელსისა“ და „ნაპოლის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს, მაურიციო სარის, შანსი გაუჩნდა „ფიორენტინას“ დამრიგებელი გახდეს.
Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, იტალიელ სპეციალისტს უკვე დაუკავშირდნენ „ფიორენტინას“ წარმომადგენლები და სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს. სარის სეზონის ბოლომდე შეუძლია იფიქროს. ამავდროულად მოლაპარაკებები გრძელდება.
ამჟამად „ფიორენტინას“ ჩეზარე პრანდელი წვრთნის.
23 ტურის შემდეგ, სერია А-ს ცხრილში „ფიორენტინა“ 25 ქულით მე-14 ადგილზეა.