„იუვენტუსის“ მთავარვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც 21-ე საუკუნეში 1000 მატჩზე მეტი ითამაშა. ამის შესახებ ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია (IFFHS) იუწყება. ჯამში პორტუგალიელი მინდორზე 1047-ჯერ გავიდა.
მეორე ადგილზე მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული მეკარე იკერ კასილიასია, რომელმაც ჯამში კრიშტიანუზე ერთით მეტი - 1048 მატჩი გამართა კარიერაში, თუმცა აქედან 74 შეხვედრა მე-20 საუკუნეში მოუწია. ამდენად, 21-ე საუკუნეში მას 974 მატჩი გამოსდის.
მესამე ადგილზე „სან პაულუს“ მცველი, დანი ალვეში გავიდა - 969 მატჩით.